მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა 1 096 900 ლარით 27 531 700 ლარამდე, მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი კი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 373-ე განკარგულებიდან ირკვევა.
18 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტით ცვლილება 29 იანვრის 222-ე განკარგულებაში შევიდა, რომლის დამტკიცების შემდეგ 4 დღეში ბიუჯეტი და მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი გადაიხედა. დოკუმენტში აღნიშნული არ არის კონკრეტულად რომელი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება ფინანსური რესურსი.
ახალი განკარგულების მიხედვით, 27.5 მლნ ლარი 14 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება და ყველაზე მეტ თანხას ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მიიღებს. მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი ასეთია:
ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტი – ₾1.5 მლნ;
ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტი – ₾125 ათასი;
გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – ₾7.9 მლნ;
დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – ₾6.8 მლნ;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – ₾4 მლნ;
ვ) ცაგერის მუნიციპალიტეტი – ₾2 მლნ;
ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – ₾1.5 მლნ;
თ) ქუთაისის მუნიციპალიტეტი – ₾1.3 მლნ;
ი) საჩხერის მუნიციპალიტეტი – ₾560 ათასი;
კ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი – ₾500 ათასი;
ლ) ხაშურის მუნიციპალიტეტი – ₾270 ათასი;
მ) ჭიათურის მუნიციპალიტეტი – ₾452 ათასი;
ნ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – ₾415 ათასი;
ო) ახალციხის მუნიციპალიტეტი – ₾230 ათასი.
ამასთან, 29 იანვრის განკარგულების მიხედვით, სტიქიების შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი თანხებიდან, მორჩენილი ეკონომია სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე უნდა დახარჯონ.